Monday, August 15, 2011


ილია ჭავჭავაძე
1.პროექტის იდეა:  ილია ჭავჭავაძის ცხოვრება.
2.პროექტის აქტუალობა: მაქსიმალურად მოიძიონ ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ, ილიას ირგვლივ არსებული ინფორმაციის მოპოვება კერძოდ: ბიოგრაფიის, ოჯახის, ფოტოების, ვიდეოების ბლოგები. ილიას ოჯახი და მის მიერ გატარებული წლები, მოუყაროთ ინფორმაციას თავი და გავაკეთოთ პრეზენტაცია.
3.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული ცნობების ირგვლივ, მისი მოღვაწეობის და საქმიანობის შესახებ, მოძიონ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით და გახსნან საკუთარი ვებ.გვერდი.
4.მოსწავლეთა ასაკი: 13-15
5.ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 თვე.
6.მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი ამ პროდუქტის შესახებ, ვებ.გალერეა სადაც განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევრები.
7.პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტო-აპარატი, რვეულები ინფორმაციის ჩასაწერად, წიგნები ილიას შემოქმედებიდან, მისი
წერილები და ნაშრომები.
მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად: I-ჯგუფს ვავალებ ილია ჭავჭავაძის ოჯახური ფოტოების მოძიებას და ინფორმაციას მისი ახლობლების შესახებ.
II-ჯგუფს ვავალებ მოიძიონ ილიას წერილები და მასალები.
8.პროექტის მსვლელობა:პროექტის დაწყების პირველ დღეს ჩავატარებ ლექციას არსებულ თემასთან დაკავშირებით-ქართულის, ისტორიის და რელიგიის მასწავლებლებთან ერთად.
მეორე დღეს -ისტ-ს მენეჯერი ჩაუტარებს კომპიუტერის გაკვეთილს, სადაც მოსწავლეები გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებს საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა.
მესამე დღეს- მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად მოაწყობენ ექსკურსიას კახეთში და დაათვალიერებენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, გადაიღებენ საინტერესო ფოტოებს.
შემდეგ-მოვაწყობთ ღონისძიებას არსებული თემის ირგვლივ,კერძოდ ილიას შემოქმედებითი საღამო. მოვიწვევთ სტუმრებს და გავმართავთ ფოტო გამოფენას.
9.საგანთა და საგნობრივ ჯგუფთან კავშირი/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუსაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ლიტერატურაში, ისტორიაში, რელიგიასა და გეოგრაფიაში, აგრეთვე ისტ-ის საშუალებით მათ გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში,პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა.
10.პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ველიჯანაშვილი.































No comments:

Post a Comment