დავათვალიერე ჩემი ბლოგი და შევიტანე შესწორებები
ინტელი - პროექტებით სწავლება
Tuesday, December 15, 2015
Sunday, December 13, 2015
მეშვიდე დღე
ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე.შეფასების დროის ჩარჩოს შევსებაზე. პროექტის გეგმის დასრულებაზე.
მეექვსე დღე
გავეცანით გაზეთის ნიმუშს. ვნახეთ საბლონი. განვიხილეთ საკვანძო კითხვების ნიმუშები. გავაანალიზეთ შეფასების დროის ჩარჩო . სასწავლო ციკლის სრულად აღწერა.მრავალგვერდიან წიგნში გვერდის მოძებნა.მოვამზადეთ მოსწავლის პრეზენტაცია.
Saturday, December 5, 2015
Sunday, November 29, 2015
მეოთხე დღის რეფლექსია
ვისწავლეთ ნამუშევრების ატვირთვა დრაივზე დაბლოგზე.
Monday, August 15, 2011
ილია ჭავჭავაძე
1.პროექტის იდეა: ილია ჭავჭავაძის ცხოვრება.
2.პროექტის აქტუალობა: მაქსიმალურად მოიძიონ ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ, ილიას ირგვლივ არსებული ინფორმაციის მოპოვება კერძოდ: ბიოგრაფიის, ოჯახის, ფოტოების, ვიდეოების ბლოგები. ილიას ოჯახი და მის მიერ გატარებული წლები, მოუყაროთ ინფორმაციას თავი და გავაკეთოთ პრეზენტაცია.
3.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული ცნობების ირგვლივ, მისი მოღვაწეობის და საქმიანობის შესახებ, მოძიონ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით და გახსნან საკუთარი ვებ.გვერდი.
4.მოსწავლეთა ასაკი: 13-15
5.ვადები/ხანგრძლივობა: 1-2 თვე.
6.მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ბლოგი ამ პროდუქტის შესახებ, ვებ.გალერეა სადაც განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევრები.
7.პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტო-აპარატი, რვეულები ინფორმაციის ჩასაწერად, წიგნები ილიას შემოქმედებიდან, მისი
წერილები და ნაშრომები.
მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად: I-ჯგუფს ვავალებ ილია ჭავჭავაძის ოჯახური ფოტოების მოძიებას და ინფორმაციას მისი ახლობლების შესახებ.
II-ჯგუფს ვავალებ მოიძიონ ილიას წერილები და მასალები.
8.პროექტის მსვლელობა:პროექტის დაწყების პირველ დღეს ჩავატარებ ლექციას არსებულ თემასთან დაკავშირებით-ქართულის, ისტორიის და რელიგიის მასწავლებლებთან ერთად.
მეორე დღეს -ისტ-ს მენეჯერი ჩაუტარებს კომპიუტერის გაკვეთილს, სადაც მოსწავლეები გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებს საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა.
მესამე დღეს- მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად მოაწყობენ ექსკურსიას კახეთში და დაათვალიერებენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, გადაიღებენ საინტერესო ფოტოებს.
შემდეგ-მოვაწყობთ ღონისძიებას არსებული თემის ირგვლივ,კერძოდ ილიას შემოქმედებითი საღამო. მოვიწვევთ სტუმრებს და გავმართავთ ფოტო გამოფენას.
9.საგანთა და საგნობრივ ჯგუფთან კავშირი/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუსაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ლიტერატურაში, ისტორიაში, რელიგიასა და გეოგრაფიაში, აგრეთვე ისტ-ის საშუალებით მათ გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში,პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა.
10.პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ველიჯანაშვილი.
Subscribe to:
Posts (Atom)